შალვა პაპუაშვილი: ევროპელი მეგობრები, რომლებიც სააკაშვილს საკუთარ კაბინეტებში მასპინძლობდნენ, ქართული მართლმსაჯულების შესახებ მითითებებს არ უნდა იძლეოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 28 მარტი 2024, 14:24

წესით არ უნდა ღირდეს კომენტარის გაკეთება სისხლის სამართლის დამნაშავის განცხადებებზე, მაგრამ სამწუხაროდ, აქაც ჩაგვაყენა ზოგიერთმა ჩვენმა ევროპელმა მეგობარმა, როდესაც ის ქართული სანქციების გვერდის ავლით ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ზუსტად იმ კაბინეტებში სადაც დღეს ადეიშვილს ვხედავთ. ამ კაბინეტებში დაიარებოდა, ხელს ართმევდნენ, კონგრესებზე პატიჟებდნენ, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო პროგნოზები.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპელი მეგობრები, რომლებიც სააკაშვილს საკუთარ კაბინეტებში მასპინძლობდნენ, ქართული მართლმსაჯულების შესახებ მითითებებს არ უნდა იძლეოდნენ.

„ამით, რა თქმა უნდა, სააკაშვილს აგულიანებდნენ იმისთვის, რომ გაეგრძელებინა თავისი რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში. მაშინ ჩვენ ბევრმა უცხოეთში გაგვწირა. ქართველი ხალხი გაწირა იმისთვის, რომ ასე ჩუმად შემოპარულიყო სააკაშვილი და რომ არა ჩვენ, უსაფრთხოების სამსახურის მოქმედება, რომელმაც დროულად დაიჭირა სააკაშვილი და ახლა ის ზის იქ, სადაც ზის, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური საქმიანობა, ვინ იცის რა გვექნებოდა დღეს. ვინ იცის რა გვექნებოდა იმ დღეებში, ვისი ტყვია გავარდებოდა, ვისი ტანკი დადგებოდა თბილისის ქუჩებში, არავინ არაფერი არ იცის. დღეს, როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე, ზუსტად ამ სასამართლომ გამოიტანა განაჩენები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელი სასამართლოს საქმიანობაც სტრასბურგმა რამდენჯერმე მოიწონა ასეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც გვეუბნებიან, რომ პოლიტიკურიაო. სად არის იმ ადამიანების ბოდიშები, რომლებიც ხელს ართმევდნენ სააკაშვილს და აგულიანებდნენ მას ამ საქციელისკენ. რომ არა სუსის მოქმედება, რთულია განჭვრიტო რა მდგომარეობა იქნებოდა საქართველოში, ჩვენ გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ არც წუხილი გამოხატა ვინმემ, არც ბოდიში მოიხადა. დღემდე სააკაშვილი არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. დღემდე გვესმის ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ქედმაღლური განცხადებები, რომ სააკაშვილი უნდა გადავცეთ და ა.შ. ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე დღემდე მიხეილ სააკაშვილს, კრიმინალს, ჩვეულებრივად იწვევენ. თუკი სადმე რაიმე კეთილსინდისიერების პრობლემა არის, პრობლემა არის ზუსტად ასეთ ჯგუფებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს, კრიმინალს, რომელმაც ადამიანის წამების სისტემა შექმნა ქვეყანაში, ხელს ართმევდნენ და დღეს მეგობრად მოიხსენიებენ. ცოტა ხნის წინ განცხადებაც მოვისმინეთ, რომ ის იყო მოდერნიზაციის „მოტორი“ თუ ა.შ. ეს არის პრობლემა, როდესაც ადამიანები ასე ვერ ხედავენ რა არის სამართალი, კანონი, დემოკრატია, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ მათგან მითითებებს მართლმსაჯულებასთან და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი